სვანეთის მთებში დაკარგული უკრაინელი ალპინისტები რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილები იპოვეს.
ამ ინფორმაციას სვანეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ზაურ ჩართოლანი ავრცელებს. მას დაუკავშირდნენ სამაშველო ჯგუფის წევრები, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებს დღეს დილიდან აწარმოებდნენ.
მაშველებმა გარდაცვლილ საშა ტარანიკსა და დიმა ვოლოშინის უშბასთან ახლოს მიაკვლიეს.
ამ დროისთვის, ზუსტდება მარშრუტი თუ რა გზით გადაიყვანენ გარდაცვლილებს იმ ტერიტორიამდე, სადაც მაშველთა ბანაკია გაშლილი. შემდეგ მათ სავარაუდოდ, ვერტმფრენის საშუალებით მესტიაში გადაასვენებენ.
ალპინისტთა 4-კაციანი ექსპედიცია, რომელიც უკრაინელი მთამსვლელებით იყო დაკომპლექტებული, უშბას დასალაშქრად 13 ივლისს გაემგზავრა.
უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას მოხდა. საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს 3 600 მეტრის სიმაღლეზე დამცავი ბაგირი გაუწყდათ და სიმაღლიდან გადავარდნენ.
