გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა
გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა
16:46 29.06.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. მეზობლის ინფორმაციით, სახლში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.  ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, 2 წლის გოგონას ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოყვანა კი დროულად ვერ შეძლეს.

" სახლიდან ხმაურზე გამოვედი და ეს ამბავი დამხვდა. თავდაპირველად ადგილზე მობილიზებული იყო გურჯაანის სახანძრო მანქანა, შემდეგ კი თელავისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც დაემატა, მაგრამ იმდენად ძლიერი ცეცხლი იყო, რომ დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა.  ბიჭის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ გოგონა მოგვიანებით კართან უკვე გარდაცვლილი იპოვეს"-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

ბეჭდვა