მეწყრის გამო სარფიდან თურქეთში გადასვლა აიკრძალა
მეწყრის გამო სარფიდან თურქეთში გადასვლა აიკრძალა
18:17 27.06.2018
„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც დაკეტილია სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება.
თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბეჭდვა