ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ
09:08 19.07.2012
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი შეხვედრებზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან.

თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში.


ბეჭდვა