ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი ორვაგონიანი შემადგენლობით მოძრაობას განაგრძობს და მგზავრთა რაოდენობას სრულად აკმაყოფილებს.
ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდი იუწყება.
რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობა 15-16 ივლისს გეგმიურ რემონტზე იმყოფებოდა, რაც უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პროცედურაა და ყველა მოძრავი შემადგენლობა სავალდებულოდ გადის.
რემონტის განმავლობაში ხაშური-ზესტაფონის შემადგენლობა ერთვაგონიანი მატარებლით ჩანაცვლდა, ხოლო 17 ივლისიდან ორვაგონიანმა შემადგენლობამ რეგულარული მოძრაობა განაახლა.
