უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ
უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ
15:36 18.07.2012
უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვისთვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი  ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ.

შესაბამისი ცვლილება ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეო საქმეთა მინისტრის გასული წლის ბრძანებაში ცვლილება მინისტრმა 11 ივლისს შეიტანა.

აღნიშნულ ცვლილებამდე მოქალაქეს განცხადება-ანკეტა, თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი და 3 ფოტოსურათი უნდა წარედგინა, თუმცა, ფოტოსურათის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის უარის თქმის მიზეზი.

რაც შეეხება იმას, შეუშლის თუ არა ეს ცვლილება უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების განხორციელებას, როგორც „ნიუსპრესს“ ცესკოში განუცხადეს, საარჩევნო უფლებას აღნიშნულ ცვლილებას არანაირად არ ზღუდავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩევლის სპეციალურ სიაში შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში იმყოფებიან და საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არიან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

ამ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგენს და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ცესკოს გადასცემს.

ბეჭდვა