მაშველები უშბაზე უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ
მაშველები უშბაზე უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ
15:17 18.07.2012
მაშველები უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ.
უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას  მოხდა. ერთ-ერთი მთამსვლელი აცხადებს, რომ 3 600 მეტრის სიმაღლეზე საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და სიმაღლიდან გადავარდნენ.

ამ წუთებში სამაშველო ჯგუფში მყოფი მთამსვლელები იგივე გზის გავლას ცდილობენ, სადაც შესაძლოა, დაკარგულები იყვნენ.

უშბის დასალაშქრად 4 უკრაინელი ალპინისტი 13 ივლისს გაემგზავრა.

ბეჭდვა