თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
20:37 11.06.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „პინეო სამედიცინო ეკოსისტემას“ შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ გენერალური დირექტორი იაგორ კალანდაძე მოაწერენ.

ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლ-პრაქტიკული კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას.

ბეჭდვა