ბრაზილიური გამომცემლობა „ლუმე ედიტორი“ დავით დეფის (გოგიბედაშვილი) სამ რომანს გამოსცემს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის
სამინისტროდან აცნობეს, გამომცემლობამ დავით დეფისთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვის ინტერვალებით, ზედიზედ სამი რომანი გამოქვეყნდება.
გამომცემლობის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დავით დეფის სამივე ნაწარმოები, მსოფლიო მნიშვნელობის უახლესი ლიტერატურული მოვლენაა და დეფის სამ რომანზე ამიტომაც გაფორმდა კონტრაქტის უპრეცედენტო ვარიანტი.
გამომცემლობა რიო დე-ჟანეიროსა და სან პაოლოში დავით დეფის რომანებს - „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“ (რუსეთ საქართველოს ომზე), „დილა სასწაულების წინ“ და „სიტყვები სიტყვები სიტყვები“ - 2013 წელს პორტუგალიურ ენაზე გამოსცემს.
