თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
19:09 17.07.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 18:00 საათამდე ლილოს დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ახვლედიანის ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ყვარლის და მესხეთის ქუჩებს, ცოტნე დადიანის, ზაზიშვილის, ქინქლაძის, მამრაძის, ფიროსმანის, ზაქრაძის, მეუნარგიას და გროზნოს ქუჩებს, გლდანის მასივის III მიკრორაიონის აბონენტებს შეეხება.
10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გორგასლის, გურამიშვილის და თამარ მეფის ქუჩებს, წერეთლის გამზირის ნაწილს, დიღმის მასივის II კვარტლის, ზუგდიდის, სოხუმის, ბაქრაძის და სამტრედიის ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ფონიჭალა“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 18:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის და მარნეულის ქუჩას, გორგასლის და კრწანისის ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „მახათა“ სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი დროის აღნიშნულ მონაკვეთში თემქის IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის და ურეკის ქუჩებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, ავშნის, ჟღენტის და ჩარგლის ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 18:00 საათამდე ასევე, ელექტროენერგია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და პეკინის გამზირების, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩებს, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩებს არ მიეწოდება.

ბეჭდვა