სიების დაზუსტების კომისიაში სახელმწიფო უწყებებიდან სიების განახლების მიზნით ინფორმაცია შევიდა
სიების დაზუსტების კომისიაში სახელმწიფო უწყებებიდან სიების განახლების მიზნით ინფორმაცია შევიდა
18:01 17.07.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრულველყოფის კომისიამ სახელმწიფო უწყებებიდან ამომრჩეველთა სიების განახლების  მიზნით ბოლო ინფორმაცია მიიღო.
როგორც „ნიუპრესს“ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, კომისიას ინფორმაცია რესურსული განვითარების სააგენტომ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიაწოდა.
ასევე, სიების დაზუსტების კომისიაში სიების განახლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და უზენაესი სასამართლოდან შევიდა.
ამჯერად, კომისიაში სიების დამუშავების, ერთიან ბაზაში ასახვის და სიის პრეზენტაციისთვის მზადების პროცესი მიმდინარეობს.

ბეჭდვა