თსუ-ში თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
თსუ-ში თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
17:37 17.07.2012
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, გამოფენაზე თურქი მხატვარი თსუ-ს სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ებრუს მეთოდით ხატვის დემონსტრირებას მოახდენს.
გამოფენას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ს იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრებიან.
ქურთულუშ ნური ოზი თბილისში თსუ-ს იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიხსნა.

ბეჭდვა