არჩილ ტატუნაშვილის მამა: ფოტოზე ხომ ეტყობა როგორი ცხვირი ქონდა, ცხედარი კი კეხიანი ცხვირით გადმოგვცეს - არ იყო ეს ცხვირი თავისი
არჩილ ტატუნაშვილის მამა: ფოტოზე ხომ ეტყობა როგორი ცხვირი ქონდა, ცხედარი კი კეხიანი ცხვირით გადმოგვცეს - არ იყო ეს ცხვირი თავისი
18:16 05.06.2018
ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მის შვილს შუბლზე, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებული ნატყვიარი ჰქონდა.
ტატუნაშვილი გარკვეული კითხვების გამო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.
„შუბლზე არ არისო ნატყვიარი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ვაპირებ შეხვედრას, რათა გამარკვიონ, ნატყვიარია თუ რა არის ის წრეები რომ ეტყობა. რა უნდა იყოს სხვა, თუ არა საკონტროლო გასროლა.
თავიდან არ ეტყობოდა, მერე თანდათანობით მკვეთრად გამოიხატა, დაკრძალვის ბოლო დღეებში. ცხვირსაც რაც შეეხება, ფოტოზე ხომ ეტყობა როგორი ცხვირი ქონდა, ცხედარი კეხიანი ცხვირით გადმოგვცეს, არ იყო ცხვირი თავისი.
რუსეთის დასკვნაშიც წერია, რომ ცხვირი მთელი იყო. როგორ იყო მთელი, საშინლად ჩალურჯებული ჰქონდა. სატიკად აწამეს, უღმერთოდ. რომ ვერ გატეხეს, თავიანთ საწადელს რომ ვერ მიაღწიეს და ვერ ათქმევინეს, რაც სურდათ, გაიმეტეს სასიკვდილოდ. ერთია დგილი არ აქვს მთელი - ქვედა და ზედა კიდურები, გულ-მკერდის არე, ბეჭები სულ დალურჯებული ჰქონდა“- განაცხადა ტატუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.

ბეჭდვა