ნინოწმინდაში ,,ნინოობა" აღინიშნა
ნინოწმინდაში ,,ნინოობა" აღინიშნა
17:59 01.06.2018
წმინდა ნინოს ხსენების ბრწყინვალე დღესასწაულსა და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული თანამდებობის პირები და სტუმრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი - ანი მოსოიანი, მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე, არტიუშ ტონოიანი , საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიანი, დეპუტატები, მხარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს ,,ნინოობის" დღესასწაული მიულოცეს.
სადღესასწაულო წირვა - ლოცვის დასრულების შემდეგ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სტუმრების პატივსაცემად საზეიმო კონცერტი გამართეს.

ბეჭდვა