პრეზიდენტმა დღეს შატილის კომპლექსი მოინახულა
პრეზიდენტმა დღეს შატილის კომპლექსი მოინახულა
15:45 17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შატილის კომპლექსი მოინახულა, სადაც ცოტა ხნის წინ ცენტრალური კოშკის სამხრეთ კედლი ჩამოიშალა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა,  ცუდია რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება კედლის ჩამოშლამდე ვერ მოესწრო, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ კომპლექსი მთლიანად გამაგრდება.

„ამას აღვადგენთ, ერთი კედელი არაფერია, ამაზე ბევრად უფრო რთული აღგვიდგენია. მთავარია, რომ მთელი კომპლექსი გამაგრდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, სარესტავრაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყება და შატილის კომპლექსის 3-4 კოშკი, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია სექტემბრის ბოლოსთვის აღდგენილი იქნება.

შატილის კომპლექსის დაზიანების მასშტაბების შესასწავლად გუშინ შატილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

კომპლექსი 35 კოშკისგან შედგება.

ბეჭდვა