ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავთან დაკავშირებით,
საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, მერიის თანამშრომლები - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიანი - დეპუტატებსა და თანამშრომლებთან ერთად, სტუმრები და ქალაქის მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს შეხვდნენ და ნინოწმინდის მოსახლეობასა და მოსწავლე - ახალგაზრდობასთან ერთად გვირგვინით შეამკეს ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპულთა ჯარისკაცის ძეგლი.
საზეიმო ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა - ჟორა სნხჩიანმა გახსნა . შემდეგ გაიმართა კონცერტი ნინოწმინდის კულტურის ცენტრის, სოფლების მხატვრული ანსამბლებისა და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიება გაგრძელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში.
