ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად,
სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მორიგი სხდომა ჩაატარა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებები პრიორიტეტების მიხედვით იქნა განხილული.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ ახალი წესის ფარგლებში შემოსული 104 განცხადება განიხილა.
პირველ ეტაპზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: 18 ბრტყელი სახურავის შეკეთება, 3 ქანობიანი სახურავის შეკეთება და 16 შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.
