სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
11:09 29.05.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, „ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციასთან“ ერთად, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სადრენაჟე და საირიგაციო სისტემებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს; შეაჯამეს საქართველოს მელიორაციის სამშენებელო პროექტები, რომლებსაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.
შეხვედრას 30-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ „ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის“ წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები.


ბეჭდვა