საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის "მრავალჟამიერის" კონცერტი.
100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
