ბათუმში 58 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა
ბათუმში 58 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა
10:26 17.07.2012
ბათუმში, ბონის დასახლებაში 58 წლის ქალბატონს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის ხაზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაზარალებულს მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნება.

ბეჭდვა