ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის მოცეკვავეს ავტობუსი დაეჯახა
ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის მოცეკვავეს ავტობუსი დაეჯახა
10:18 17.07.2012
თურქეთ-საბერძნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ახალციხის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მესხეთის“ 10 წლის მოცეკვავეს ავტობუსი დაეჯახა.

მას ფეხი რამდენიმე ადგილას აქვს მოტეხილი. დაშავებულს ქალაქ ალექსანდრეპოლში ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც სამი საათი გაგრძელდა.

ექიმების თქმით, ბავშვს ფეხი შეუნარჩუნეს, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

ანსამბლი ფესტივალიდან საქართველოში ბრუნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ფეხსაცმლის თასმას იკრავდა, როდესაც ანსამბლის ავტობუსის მძღოლმა ვერ შენიშნა და დაეჯახა. საქმე უბედური შემთხვევის მუხლით არის აღძრული.

ანსამბლის ხელმძღვანელი და მძღოლი პოლიციამ დააკავა, თუმცა, მოგვიანებით, სასამართლომ ისინი მომავალ პროცესამდე გაათავისუფლა.

ბეჭდვა