ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“, სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55
წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ინფო-ტური, სტუდენტური ნამუშევრებისა და კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამების გამოფენა მოეწყო. ასევე, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო პროექტები პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან“.
კონფერენციაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი საერთაშორისო პროქტები განიხილეს და რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ.
საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. მთავრობის ხელმძღვანელი, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი, აჭარის ა.რ. სხვა სამინისტროების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები.
კოლეჯ „ახალი ტალღაში“, კვალიფიციური პედაგოგები, სპეციალისტებს ბიზნეს ადმინისტრირების, განათლების, ინჟინერიის, ხელოვნების, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით, 50-მდე პროფესიაში ამზადებენ.
