თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
08:59 17.07.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია 10-დან 13:00 საათამდე მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, კიტა აბაშიძის, ჩუბინიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ქვესადგურებში „ზღვისპირეთი“ და „აბრეშუმი“ სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებს, კალუჟინის, სართანიას, ცქიტიშვილის, ჟღენტის, ლოტკინის, ხორნაბუჯის, ნაგომარის, მუხრანისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში, შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, ვაგზლის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
10-დან 17:00 საათამდე კი, შუქი ვაზისუბნის II მ/რაიონის, მესხეთის, ტვიშისა და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, ნუცუბიძის, ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „ფონიჭალა“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 18:00 საათამდე ქვემო ფონიჭალის, გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, ფონიჭალის დასახლების, მარნეულის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი თემქის დასახლების IV კვარტლის, საჩხერის, ცოდნის კარის, ურეკის, შატილის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარისა და მიმდებარე ქუჩებს, დიღმის მასივის VI კვარტლის, თევდორე მღვდლის, ცემის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს, რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის გამზირის ნაწილს გაეთიშება.

ბეჭდვა