გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა ერთკვირიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ჩატარდა.
საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სწავლებას სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის უმაღლესი განათლების ინსტიტუტმა (VetAgro-Sup) გაუწია ოგანიზება.
სწავლებას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექპსერტები ესწრებოდნენ, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+”AG-LAB-ის ფარგლებში ჩატარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნელობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის მენეჯმენტის, ასევე, საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტისაგან რეკომენდაციები მიიღეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2013 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს. მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებაა მართოს სისტემის ყველა კომპონენტი იმგვარად, რომ სისტემის შედეგი იყოს ოპტიმიზირებული და შეძლოს მიაღწიოს მის დანიშნულებას. ეს არის ერთ-ერთი გარანტი ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის და კვლევის შედეგების ვალიდურობისათვის.
