დღეიდან თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
 დღეიდან თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
16:10 22.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მაისიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

ბეჭდვა