თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა იწყება
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა იწყება
12:23 17.05.2018
თბილისში დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშრებით მსვლელობა იმართება.
მონაწილეები დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ. ისინი რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძართან მივლენ.
მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირები და ქართული ეკლესიის მრევლი მონაწილეობს, თბილისის ყველა ცენტრალურ უბანს გაივლის და მას გზადაგზა აქციის სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან.

ბეჭდვა