განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო კავშირები ფართოვდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო კავშირები ფართოვდება
09:50 17.05.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ OეAD-ის გენერალურ დირექტორს შტეფან ცოტის შეხვდა. OეAD წარმოადგენს ავსტრიულ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო მობილობასა და განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობას. ორგანიზაცია გასცემს სასწავლო სტიპენდიებს, ხელს უწყობს მოსწავლეების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ახორციელებს სხვა მრავალ საერთაშორისო პროექტს.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ავსტრიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაღრმავებაზე, განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება მხარეებს შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
მიხეილ ჩხენკელმა მიმოიხილა ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციასთან (AჩA) ურთიერთობის საკითხები. აღნიშნული ორგანიზაცია ბრიუსელში დაფუძნებულ ეგრეთ წოდებულ ტჰინკ ტანკ-ს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციებსა და ევროპული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს. შტეფან ცოტი პარალელურად ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტიცაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო განათლების ცენტრის ამ ორგანიზაციაში სრულფასოვანი გაწევრიანება.

ბეჭდვა