მარიამ ჯაში- მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას
მარიამ ჯაში- მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას
16:23 14.05.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბოლო 2 დღის მანძილზემიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო გუშინდელი აქციისმშვიდობიანად დასრულება. "უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის როლი გუშინდელი აქციის მშვიდობიანი დასრულებისპროცესში. მე, როგორც პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ვადასტურებ ჩემს პოზიციას, რომ ნარკოპოლიტიკის დაბალანსება არის აუცილებელიჩვენს ქვეყანაში და იმედია, მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესისბოლომდე მიყვანას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვამოისმინა. ინფორმაცია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
"გასულ წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი ტემპით დავასრულეთ. 5 % შეადგინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, თავდაპირველადდაგეგმილი იყო 4%. საკმაოდ კარგი ტენდენციები გვქონდა და ეს ტენდენციები გრძელდება 2018 წელსაც. მარტში წინასწარი შეფასებით,ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 5.6 %, ჯამში, პირველი კვარტლის მაჩვენებელი იყო 5.2 %, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე დაგეგმილიგვაქვს. 4.5 %-ია 2018 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება დაშესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ, ვიდრე ეს დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტით", - განაცხადა გიორგიკაკაურიძემ.

მისი განმარტებით,, მარტის თვეში ინფლაციის მაჩვენებელმა 2.8 % შეადგინა. გასულ წელს, ერთჯერადი ფაქტორების გამო, ინფლაციამმიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. თუმცა, მისივე თქმით, იყო განმარტებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლისდასაწყისშივე ეს დაუბრუნდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს და ასეც მოხდა - თებერვლიდან 3%-იანი გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელიმიმდინარე წელს და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ფიქსირდება ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებელიც.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.3 %-ით გაიზარდა. რაცშეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, გიორგი კაკაურიძის თქმით, ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელიგადაჭარბებით იქნა შესრულებული.
მხარჯავი ორგანიზაციების მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებაზე გაამახვილა. "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსშესრულების მაჩვენებელია 98%, 251 614 000 ლარი იქნა საკასო ხარჯი გაწეული, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთხით -შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 4, 6 %-ს , 57მლ747 000 ლარი იქნა საკასო ხარჯი გაწეული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს. კომიტეტმა ცნობად მიიღო "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესრულების 3 თვის მიმოხილვა".


ბეჭდვა