ლევან დავითაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბანში გამწვანების აქცია მოეწყო
ლევან დავითაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბანში გამწვანების აქცია მოეწყო
10:59 11.05.2018
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დავითაშვილისა და პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბანში გამწვანების აქცია - „მწვანე სივრცე სიცოცხლისთვის“ მოეწყო.

დეპუტატებმა და ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 50 ძირი კვიპაროსის ნერგი დარგეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით ჯანსაღი გარემო და მწვანე სივრცეები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია .

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. სუფთა გარემო და მწვანე სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის"-აღნიშნა დავითაშვილმა.

ბეჭდვა