გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს სხდომას დაესწრო
16:39 10.05.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მადრიდში ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიას დაესწრნენ.
ღონისძიებები ორგანიზებული იყო ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს და ესპანეთის სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, სურსათისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ნადირობის საერთაშორისო საბჭოს წევრია 2017 წლიდან და პირველად მონაწილეობდა მდგრადი ნადირობის საერთაშორისო ფორუმში.
გენერალურ ასამბლეას ესწრებოდნენ პრინცი ხუან (იოანე) ბაგრატიონი და დიპლომატიური კორპუსი. საქართველოს სახელით დელეგატებს სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა.
ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მდგრადი ნადირობის მსოფლიო ფორუმი, სადაც განხილულ იქნა 2018 წლის სატროფეო ნადირობის კალენდარი, სანადირო ფრინველთა სახეობების, ველურ ცხოველთა დაავადებების, აფრიკული ღორის ცხელების, მგლის პოპულაციის რეგულირების და სხვა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები.



ბეჭდვა