გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის
ჩასატარებლად აქტიურად ემზადება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ძირითადი სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მელიორაცია დიდ ყურადღებას უთმობს არამარტო აღდგენით სამუშაოებს, არამედ სამელიორაციო სისტემების შემდგომ ექსპლუატაციას. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციებიც.
2018 წლის სარწყავი სეზონის წარმატებით ჩასატარებლად მსოფლიო ბანკმა, ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი. ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმებტები და ა.შ). აღნიშული ტექნიკის დახმარებით სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები“- აცხადებენ უწყებაში.
სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გადანაწილდება.
