გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა.
ლაბორატორია დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში კვალიფიციური სპეციალისტები სტუდენტებს კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების საკითხებს შეასწავლიან.
უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ნორმატივების მიხედვით აღჭურვილ ბიბლიოთეკას, სასწავლო აუდიტორიებს, კაბინეტებსა და ლაბორატორიებს მოიცავს.
