NDI მედიას პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გააცნობს
NDI მედიას პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გააცნობს
09:22 16.07.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს წარუდგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართავს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან-22 ივნისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 6 299 მოქალაქეა გამოკითხული.

ინსტიტუტმა გასულ კვირაში სხვადასხვა საკითხებზე „საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის შედეგები წარადგინა.

ბეჭდვა