მსოფლიო დონის ექსპერტი, ცნობილი ფსიქოთერაპევტი სტივენ იანგი საქართველოში შვიდდღიან ფსიქოთერაპიულ კურსსა და მასტერკლასს ჩაატარებს.
ტრენინგი თემაზე - „ვირჯინია სატირის სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია” დღეიდან – 22 ივლისის ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრეს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სტივენ იანგი საქართველოში კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მოწვევით ჩამოდის.
სტივენ იანგის 40 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს, რომელიც მუშაობს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა სახის დამოკიდებულებები.
