პარლამენტის სახელით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ
11:08 09.05.2018
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ვეტერანებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიულოცა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებმა საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრად, სასურსათო ნაკრები და მისალოცი ბარათები მიიღეს.