ევროპის დღესთან დაკავშირებით ხვალ ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
ევროპის დღესთან დაკავშირებით ხვალ ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
17:28 04.05.2018
ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, ხვალ, 5 მაისის 10 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდებიან ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ - ბარათაშვილის ქუჩაზე.




ბეჭდვა