დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშები იწყება
დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშები იწყება
14:17 04.05.2018
მიმდინარე წლის 5 მაისიდან საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები იწყება, რომელშიც რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

5 და 6 მაისს ზონალური თამაშები შემდეგ სახეობებში გაიმართება:
დასავლეთ საქართველოს სასკოლო სპორტულ ჩემპიონატს ფრენბურთში ზუგდიდის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს , ხელბურთის სასკოლო ჩემპიონატი თბილისში „სპორტკომპლექს არენა 1-ზე“ ჩატარდება.

მაისის თვეში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.


ბეჭდვა