შატილის ძეგლების მდგომარეობას მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის
შატილის ძეგლების მდგომარეობას მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის
18:43 15.07.2012
შატილის კომპლექსის დაზიანების მასშტაბების შესასწავლად ხვალ შატილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გაემგზავრებიან.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მურაჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შატილის რამდენიმე ძეგლი საგანგაშო მდგომარეობაშია და სწორედ ამიტომ ისინი გადაუდებელი, ანუ მიმდინარე წელს ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხაში არიან. თუმცა, როგორც მურაჩაშვილმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად სავარაუდოდ, აღნიშნული ძეგლები კიდევ უფრო დაზიანდა.

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზიანი მიადგა კომპლექსის ცენტრალურ კოშკს და სხვა ძეგლებს, სპეციალური ჯგუფი დაადგენს, რაც სარესტავრაციო პროექტში აისახება და უახლოეს მომავალში მათი აღდგენა დაიწყება.

როგორც „ნიუსპრესს“ დუშეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შატილის კომპლექსის რამდენიმე კოშკზე მხოლოდ ქვები ჩამოიშალა. თუმცა, ასევე ვრცელედება ინფორმაცია, რომ კომპლექსის ერთ-ერთი კოშკის სამხრეთის კედელი მთლიანად ჩამოინგრა.


ბეჭდვა