საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე სკოლების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრების თემას მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარმოადგენდა, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
„ინიცირებულ ცვლილებებს პოზიტიური გამოხმაურება აქვს და სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები მზად არიან ჩაერთონ განხილვის პროცესში. სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული საკითხად რჩება. ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში ახლა განიხილება, მანდატურის სამსახურის ეფექტიანად მუშაობას, სკოლების მეტი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვას და სხვა პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას შეეხება. არასრუწლოვანთა შორის დანაშაულებების თავიდან აცილების საკითხებზე მსჯელობისას ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების მოსაზრებების მოსმენაა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
საბურთალოს სკოლის მასწავლებლებთან მორიგი გაერთიანებული შეხვედრა 15 მაისს საქართველოს პარლამენტში გაიმართება.
