29 თებერვალს საქართველოში 2 500-მდე მოქალაქეა დაბადებული
29 თებერვალს საქართველოში 2 500-მდე მოქალაქეა დაბადებული
12:03 28.02.2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 29 თებერვალს 2 451 მოქალაქეა დაბადებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 29 თებერვალს დაბადებულთა უმეტესობა ძირითადად თბილისში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო რეგიონების მიხედვით იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში.

მათგან ყველაზე უხუცესი თბილისში ცხოვრობს და ის 92 წლისაა.
29 თებერვალს, წელს პირველად დაბადების დღეს 75 მოქალაქე აღნიშნავს.

სამინისტროს მონაცემებით, 29 თებერვალს დაბადებული მოქალაქეები ქვეყნის რეგისტრირებული მოსახლეობის 0, 055 პროცენტს შეადგენენ.

29 თებერვალს დაბადებულებში მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ.
საერთო ოდენობიდან 1 262 ქალბატონია, ხოლო 1189 – მამაკაცი.


ბეჭდვა