დუშეთის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შატილის კომპლექსის რამდენიმე კოშკზე მხოლოდ ქვები ჩამოიშალა და გავრცელებული ინფორმაცია კომპლექსის
ერთ-ერთი კოშკის სამხრეთის კედლის მთლიანად ნგრევის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
როგორც „ნიუსპრესს“ გამგეობაში განუცხადეს, კოშკის საყრდენი კედელი დანგრეული არ არის.
ქვების ცვენის სავარაუდო მიზეზად ისტორიული ძეგლის სიძველე სახელდება. გამგეობაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ფაქტზე უამინდობას ემოქმედა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, კოშკები, რომლებზეც ქვა ჩამოიშალა, სარესტავრაციო გეგმაშია ჩასმული და მათი აღდგენა მალე დაიწყება.
