შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლების მხარდამჭერ პროექტს - Naec4Schools იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლების მხარდამჭერ პროექტს - Naec4Schools იწყებს
15:52 30.04.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლების მხარდაჭერისთვის პროექტს - Naec4Schools ახორციელებს.
პროექტი მოიცავს ტესტირებას, რომელიც, უწყების ცნობით, მოსწავლეთა მიღწევების ობიექტურ და კომპლექსურ შეფასებას ისახავს მიზნად.

ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge-ზეა შესაძლებელი.
პროექტი სწავლა-სწავლების პროცესის მხარდაჭერას ითვალისწინებს და მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეთა მიღწევების ობიექტური და კომპლექსური შეფასების საფუძველზე დაეხმაროს სკოლებს არსებული პრობლემების იდენტიფიკაციაში, რათა შემდგომ ეს ინფორმაცია ეფექტიანად იქნეს გამოყენებული სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფისათვის.
შეფასება კონფიდენციალურია - თითოეული სკოლისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საკუთარი შედეგები, ხოლო შედარებითი ანალიზისათვის - კვლევაში მონაწილე სკოლების განზოგადებული სტატისტიკური პარამეტრები. გარკვეული პერიოდულობით ტესტირებაში მონაწილეობა სკოლას პროგრესის შეფასების საშულებასაც აძლევს.
• მოსწავლეთა მიღწევების შეფასება ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასებისათვის;
• წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის;
• სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევების ჩვენება;
• მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და მოსწავლის მიღწევების დადგენილ სტანდარტთან შედარება;
• სკოლაზე მორგებული შეფასების პაკეტები.





ბეჭდვა