პატრიარქი საზოგადოებას სიმშვიდისა და ურთიერთ სიყვარულისკენ მოუწოდებს
პატრიარქი საზოგადოებას სიმშვიდისა და ურთიერთ სიყვარულისკენ მოუწოდებს
13:30 15.07.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ საზოგადოებას დღეს სამების ტაძარში სიმშვიდისა და ურთიერთ სიყვარულისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, ძველ რომში არსებობდა გამოთქმა - „ადამიანი ადამინისთვის მგელია“, თუმცა, საბედნიეროდ, ქართველების უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
უწმინდესის შეფასებით, თანამედროვე ადამიანებს საკმაოდ რთულ, არასტაბილურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
„ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ავიწყდება თავისი უკვდავი სული, რწმენა. ზოგი მათგანი მატერიალურ დოვლათს იხვეჭს, არიან ისეთებიც, რომლებიც სხვებს ავიწროვებენ, მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანებიც, რომლებიც სხვებისთვის ცხოვრობენ და მათ ტვირთს საკუთარ თავზე იღებენ. მადლობა უფალს ასეთი ბევრი გვყავს“ - ბრძანა პატრიარქმა და საზოგადოებას ერთმანეთის დახმარებისკენ და თანადგომიკენ მოუწოდა.
უწმინდესმა საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც გაიხსნა და აღნიშნა, რომ მაშინ მრევლი წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში რჩებოდა და რეგიონებიდან ჩამოსულ მომლოცველებს ღამის გასათევს სთავაზობდა.
დღეს წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ რამდენიმე ქართული გვარიც დალოცა, მათ შორის კორშაძეები, ტუხაშვილები, ბიბილეიშვილები, ცეკვავები, ცეკვაშვილები.

ბეჭდვა