საქართველოს ელჩმა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
საქართველოს ელჩმა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
15:30 27.04.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის კათედრაზე შეისწავლება ძველი ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. კათედრის ბიბლიოთეკა კი მოიცავს უნიკალურ ძველი ქართული ხელნაწერების კოლექციას.

ღონისძიება ევროპული სწავლების კათედრის ინიციატივით გაიმართა.
ნატალი საბანაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას მიმოიხილა საქართველოს კულტურა, ისტორია, მისი თანამედროვეობა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

ბეჭდვა