თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა - ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის
პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს.
სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. კომპანიის ექსპერტებმა სამზარაულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ, ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.
„ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში პროექტები ხორციელდება“-აცხადებენ მერიაში.
