გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სახლების დატბორილი სარდაფებიდან წყალი უკვე ამოიტუმბა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, საგანგებო სიატუაციების სამსახურის ბრიგადები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
გუშინ თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო კახეთის გზატკეცილზე, გონაშვილისა და არაგვისპირელის ქუჩაზე სახლების სარდაფებში წყალი შევიდა.
ამასთან, დაიტბორა თბილისი-რუსთავის გზის რამდენიმე მონაკვეთი.
