კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ
ქუჩას დღეს, 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონის ნაწილს. კერძოდ: გლდანის მასივის I, II, IV მიკრორაიონების, მამკოდის, ნოზაძის და მორეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება
დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
09 საათიდან 18 საათამდე კი შეზღუდვა იმოქმედებს დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებისთვის.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელი ახალდაბის მაცხოვრებლებს.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, აქ 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, დოლიძის, პანკისის, ბოლქვაძის, ბზვანელის, ბალანჩივაძის, ქაფიანიძის, ჩიქოვანის და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარეგება შეუწყდება ასევე გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VIII, IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ვარკეთილი-3 IV, V, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შაუმთის, ჯავახეთის, ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონის ნაწილსაც. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჟღენტის, ხვანჭკარის, ტყიბულის, შატილის, საჩხერეს, ცოდნისკარის, ურეკის, ჩხიკვაძის, მაღალაშვილის, ზაქარაიას, ურიდიას და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე კი შეზღუდვა იმოქმედებს ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძე, წიკლაურის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებისთვის.
