სამაშველო სამსახურში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე გამოძახება უკვე დაფიქსირდა
სამაშველო სამსახურში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე გამოძახება უკვე დაფიქსირდა
19:28 14.07.2012
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანანებია ჩარჩენილი. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თბილისის  სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, წვიმის შედეგად სახლების სარდაფების დატბორვის შესახებ მოსახლეობისგან გამოძახებები უკვე ფიქსირდება.
სამაშველო სამსახურის ცნობით, გამოძახებები კახეთის გზატკეცილზე, გონაშვილისა და არაგვისპირელის ქუჩაზე სახლების სარდაფებში წყლის შევარდნის გამო დაფიქსირდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქუჩების ჩახერგვისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის შესახებ გამოძახებები ჯერ არ დაფიქსირებულა.
მათივე თქმით, გამოძახებათა რიცხვი თანდათან იზრდება. ამჯერად გამოძახებაზე 5-მდე მანქანაა გასული.

ბეჭდვა