მაღალმთიანი დასახლებების მე-11 და მე-12 კლასელები #სანდოთანამგზავრში ჩაერთვებიან და გამოსაშვები გამოცდების სრულ რეპეტიციას გაივლიან
მაღალმთიანი დასახლებების მე-11 და მე-12 კლასელები #სანდოთანამგზავრში ჩაერთვებიან და გამოსაშვები გამოცდების სრულ რეპეტიციას გაივლიან
13:30 23.04.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაღალმთიანი დასახლებების სკოლების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების იმიტაციის გავლას სთავაზობს.

პროექტ #სანდოთანამგზავრის ფარგლებში მოსწავლეები ტესტირებას კომპიუტერულად, ინტერნეტით, თავისივე სკოლებში სრულიად უფასოდ გაივლიან. შესაბამის სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით აირჩიონ სასურველი დრო. მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. ტესტირება მე-11 და მე-12 კლასელებს ჩაუტარდებათ.

#სანდოთანამგზავრი აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მხარდამჭერი პროექტია, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ქვეპროექტს აერთიანებს.

გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. ოთხ საგანს (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს აბარებენ, დანარჩენ ოთხს კი -დამამთავრებელი კლასის ბოლოს.
2018 წელს გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური თბილისი 0186, მინდელის ქ. N9; ტელ.: +99532 2473333 www.naec.gov.ge საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე ტელ.: 577 500 935

ბეჭდვა