გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა
გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა
14:00 21.04.2018
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს - მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად რეცხვა და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

1-ლი მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ბეჭდვა